English / ქართული / русский /
ქეთევან კიწმარიშვილი
პროგრესული საწარმოო ტექნოლოგიები

ანოტაცია

ცნება ''ტექნოლოგია'' პრაქტიკაში სხვადასხვაგვარად განიმარტება, ტექნოლოგია (ბერძნ. სიტყვიდან téchn – ხელოვნება, ოსტატობა, უნარი, პლუს ლოგია) – ეს არის სხვადასხვა გარემოებების – გარემოს დამუშავებისა და გადამუშავების ხერხებისა და მეთოდების მთლიანობა (ერთობლიობა).
საკვანძო სიტყვები: ტექნოლოგია; ტექნოდინამიკა; დისკრეტული ტექნოლოგია; ნანოტექნოლოგია

შესავალი

ტექნოლოგია არის საწარმოო პროცესების, მათი განხორციელების ინსტრუქციების აღწერა, ტექნოლოგიური ნორმები (რეგლამენტი), გრაფიკები, რუკები. ზოგიერთი მკვლევარის აზრით, ტექნოლოგია არის საქმიანობა, რომლის შედეგადაც მიიღწევა დასახული მიზანი და ამის შემდეგ საქმიანობის ობიექტი იცვლება. სხვათა მოსაზრებით კი – ეს არის რთული პროცესის დანაწევრების გზით რეალიზების ხერხი, რომლის დროსაც ცალკეული ელემენტები გაერთიანებულია ურთიერთდაკავშირებული პროცედურებისა და ოპერაციების სისტემაში; სოციალური პროცესების ორგანიზების საშუალებებისა და ხერხების შესახებ არსებული ცოდნის ერთობლიობა ან თვით ის ქმედებები, რომელთა საშუალებითაც მიიღწევა დასახული მიზანი. ამ მოვლენების შემსწავლელ დისციპლინას ასევე ტექნოლოგია უწოდეს. ის გულისხმობს სხვადასხვა გარემოს დამუშავებისა და გადამუშავების პროცესების შესახებ ახალი ცოდნის მიღების ხერხების ერთობლიობას. ტექნოლოგიის კვლევის ობიექტისადმი საერთო მიდგომამ განაპირობა დასამუშავებელი (გადასამუშავებელი) გარემოს გაფარ¬თოება. მას მიაკუთვნებენ არა მარტო მატერიალურ რესურსებს (ლითონს, ქიმიურ ნივთიერებებს, ხეს, მინას, მინერალურ ნედლეულს, სოფლის მეურნეობის პროდუქტებს), არამედ არამატერიალურ რესურსებსაც (ინფორმაციას, სამეცნიერო ნაშრომებსა და პროექტებს, სანახაობებს ხელოვნებას, კანონშემოქმედებას, მართვას, ფინანსურ და სადაზღვევო მომსახურებებს).

* * *

ტექნოლოგიის, როგორც მეცნიერების ამოცანაა გადასამუშავებელი რესურსების ერთი სახეობიდან მეორეში გარდაქმნის ფიზიკუ¬რი, ქიმიური, მექანიკური, კომერციული, სოციალური, ეკოლოგიური და სხვა კანონზომიერებების გამოვლენა, რაც საჭიროა ეფექტური საწარმოო პროცსების გამოვლენისა და ფართო პრაქტიკაში მათი გამოყე¬ნების მიზნით. მათი დროებითი ტენდენციების შესწავლა ტექნოლოგიების და წარმოების განვითარების მიმართულებებისა და ტემპის პროგნოზირებას შესაძლებლად ხდის . მეცნიერებაში ამ მიმართულებას ტექნოდინამიკა ეწოდება.
ტექნოლოგიას ასევე უწოდებენ საკუთრივ მოპოვების, გადამუ¬შა¬ვების, ტრანსპორ¬ტირების, დასაწყობების, შენახვის, საკუთრების უფლების გადაცემის, გაყიდვის და ა.შ. ოპერაციებს, რომლებიც საწარმოო პროცესის შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს.
ცნება `ტექნოლოგია~, ჩვეულებრივ, წარმოების კონკრეტულ დარგთან მიმართებაში განიხილება. განასხვავებენ შემდეგ ტექნოლოგიებს:
 მშენებლობის;
 კონკრეტული პროდუქტის მიღების;
 სოციალური;
 ქიმიურ პროდუქტის მიღების;
 პროექტირებისა და კონსტრუირების;
 ინფორმაციის დამუშავების;
 ლითონის შტამპვის;
 საბანკო და სადაზღვეო საქმის;
 თვითმართვის;
 ფულის დაბეჭდვის;
 განათლების;
 საქმიანი თვისებების შეფასების;
 ხელისუფლებისკენ სწრაფვის და ა.შ.
ტექნოლოგიური ოპერაციების ერთობლიობა ქმნის ტექნოლო¬გი¬ურ პროცესს, რომლის შედეგადაც გადამუშავების ობიექტი ხარისხობრივ-თვისებრივ ცვლილებებს განიცდის: იცვლება ფორმა, სტრუქტურა, ტექნიკური და სამომხმარებლო თვისებები. ინოვაციური მენეჯმენტის ფუნქციების განხილვისას ჩვენ `ტექნოლოგიაში~ მოვიაზრებთ სხვადასხვა ტიპის რესურ¬სების (გარემოს) გადამუშავების მეთოდებისა და ხერხების ერთობლიობას.
ტექნოლოგიის ამგვარად გააზრების შემთხვევაში ყველა შეიძლება ჩაითვალოს საწარმოოდ, ვინაიდან ნებისმიერი მოწოდებულია ამოსავალი (საწყისი) მასალიდან ახალი ხარისხის მისაღებად. საწარმოს, როგორც საწარმოო პროცესის ორგანიზაციული ფორმის სპეციალიზაციიდან გამომდინარე, შესაძლებელია ტექნოლოგიაში პრიორიტეტების განსაზღვრა (მთავარი, ძირითადი, უზრუნველმყოფი, დამხმარე).
მეცნიერებისა და ტექნიკის განვითარებასთან ერთად ტექნოლოგიები მუდმივად იცვლება. თანამედროვე საწარმოო ტექნოლოგიების განვითარების ტენდენციებში გამოიყოფა ოთხი ძირითადი მიმართულება:
1. დისკრეტული (ციკლური) ტექნოლოგიებიდან უწყვეტ (ნაკადურ) საწარმოო პროცესებზე გადასვლა, როგორც ყველაზე ეფექტურ და ეკონომიურზე.
2. წარმოებაში უნარჩენო ტექნოლოგიური ციკლების, როგორც ეკოლოგიურად ყველაზე ნეიტრალურის დანერგვა.
3. მაღალი და უახლესი ტექნოლოგიების, მეცნიერება ტევადობის ამაღლება.
4. ნანოტექნოლოგიების განვითარება.
საწარმოო პროცესში ტექნოლოგიების გამოყენების შედეგს წარმოადგენს პრო¬დუქტი (სამუშაო, მომსახურება), რომელიც მასზე არსებული მომხმარებლის მოთხოვნითაა განპირობებული. მომხმარებლის პროდუქტის გამოყენების შესაძლებლობის მიხედვით განასხვავებენ სამი ტიპის პროდუქტს:
1. მატერიალურს (მპ).
2. ენერგეტიკულს (ეპ).
3. ინტელექტუალურს (იპ).
ეს პროდუქტები სხვადასხვა კომბინაციებისა და შეფარდების პირობებში ურთიერთქმედებენ რგოლოვანი სქემით ისე, რომ არ გადაიკვეთებიან.

ტექნოლოგიური პროდუქტების (სამუშაოების, მომსახურების) ურთიერთქმედების სქემა

კონკრეტული პროდუქტის (სამუშაოს, მომსახურების) რომელიმე ამ ტიპისთვის მისა¬კუთვ¬ნებლად ძირითად მახასიათებლად მიიჩნევენ მოცემული პროდუქტის ფიზიკურ და მატერიალურ მახასიათებლებს.
მატერიალური პროდუქტი:
 ლითონი.
 პლასტმასი.
 საღებავი.
 მღებავი სითხე.
ინტელექტუალური პროდუქტი:
 დიზაინი.
 კონსტრუქცია.
 სავაჭრო მარკა.
 კალმის წვერის დამზადების ნოუ-ჰაუ.
 წარმოების მეთოდი.
ენერგეტიკული პროდუქტი:
 მოხმარებული ენერგია (ელექტრო, სითბური, მექანიკური).
 ადამიანური რესურსი (ცოცხალი ძალა).
ტექნოლოგიებისა და მათი გამოყენების პრაქტიკის სრულყოფა ყველა საწარმოს (ფირმის) და სახელმწიფოს საწარმოო ძალების სამეცნიერო ტექნიკური პროგრესის აუცილებელ პირობას წარმოადგენს.
საწარმოო ტექნოლოგიები რთულ სისტემებს განეკუთვნება, რომელთა შესწავლა და განვითარება მხოლოდ სისტემური მიდგომის პირობებშია შესაძლებელი.
რთული სისტემების დამახასიათებელი თვისებებია:
 პროცესების მრავალფეროვანი მოდელები.
 მართვის ამოცანათა სიმრავლე.
 სტრუქტურის იერარქიულობა.
 ნაწილების აგრეგაცია.
 ელემენტებისა და მათ შორის კავშირების სიმრავლე.
 ელემენტებისა და მთლიანად სისტემის მდგომარეობის განუსაზღვრელობა.
 ხელის შემშლელი ფაქტორებისადმი მგრძნობელობა.
სისტემური მიდგომის არსი მისი განხორციელების ორგანიზების მეთოდიკაშია. იგულისხ¬მება სისტემური ანალიზის ობიექტის (ნივთიერების, მოვლენის, პროცესის, მომხდარი ამბის) გამოყოფა, ობიექტის შიდა და გარე არეალის საზღვრების განსაზღვრა, ობიექტის სტრუქ¬ტურისა და მიზნობრივი ფუნქციის დადგენა, ობიექტის მდგომარეობის შეფასების კრიტე¬რიუ¬მებისა და მისი აღწერის საშუალებების დადგენა, ელემენტებისა და მათი აგრეგაციის მეთო¬დების კლასიფიკაცია.
საწარმოო ტექნოლოგიების ანალიზისადმი სისტემურ მიდგომაში გულისხმობენ რთული ობიექტის მთლიანობას, ყოველმხრივ ავტომატიზებულ, გარკვეულ წესებზე დამყარებულ შესწავლას, რომლის დროსაც ობიექტი განიხილება შიდა და გარე კავშირების ერთობლიობაში და მიზანს კი _ ობიექტის ფუნქციონირების გაუმჯობესების საშუალებათა გამოვლენა წარმოადგენს.
სისტემური ანალიზი ეფუძნება ლოგიკისა და საღი აზრის კანონებს რაოდენობრივი შეფასების მეთოდების გამოყენებით.
საწარმოო ტექნოლოგიებში ანალიზის ობიექტად შესაძლებელია იქცეს სხვადასხვა პროცესები, ანალიზის მიზნისა და დასახული კონკრეტული ამოცანის შესაბამისად. ასეთი პროცესებია:
 ქიმიური პროცესი.
 მექანიკური პროცესი.
 პროდუქციის რეალიზაციის პროცესი.
 ცალკეული ინდივიდის, ადამიანთა ჯგუფისა და/ან დიდი კოლექტივის შრომის პროცესი.
 ტექნიკურ ან სოციალურ-ეკონომიკურ სისტემაში საინფორმა¬ციო პროცესი.
 მატერიალური პროდუქტის, აგრეგატის, საამქროს, ქარხნის, კორპორაციის, დარგის დონეზე წარმოების პროცესი.
 ცოდნის წარმოების პროცესი.
 საზოგადოების სულიერი ფასეულობების შექმნის პროცესი.
 კვლევის პროცესი.
 პროექტირების პროცესი
 სუბიექტის უფლებების განსაზღვრა და დაკანონება.
 სისტემის ჩამოყალიბების (შექმნის, ორგანიზების) პროცესი.
ანალიზის ობიექტის სწორად ამოცნობასა და ამორჩევაზეა დამოკიდებული მისი შედეგებიც და მათი ადეკვატურობა საწარმოო ურთიერთობების განვითარების პროცესებისადმი. ეკონომიკური მაჩვენებლების მიხედვით საწარმოო ტექნოლოგიების კონკრეტულ საორგანიზაციო-ტექნიკურ პირობებში განვითარების სისტემური ანალიზი წარმოადგენს ეკონომიკაში მართვის სისტემების შექმნისა და გაკონტროლების ძირითად ინსტრუმენტს.
ზემოთ აღნიშნულიდან ცნებები `ეკონომიკაში ანალიზისადმი სისტემური მიდგომა~, `ეკონო¬მიკაში სისტემური ანალიზი~, `ეკონომიკური ანალიზი~ შეიძლება სინონიმებად ჩაითვლოს, მათი განზოგადებული ფორმულირება შემდეგი სახით შეიძლება წარმოვადგინოთ:
ეკონომიკური (სისტემური) ანალიზი _ ეს არის ყველა სახის ენერგიის ენტროპიის გამოკვლევა საზოგადოებისათვის მათი გამოყენების სარგებლიანობის კრიტერიუმით.
ენერგიის ენტროპიის (გაფანტვის) საზომად საზოგადოების საწარმოო ურთიერთო¬ბებში, რომელთაც ეკონომიკის თეორია შეისწავლის, გამოიყენება (მიღებულია) შრომითი დანახარჯები, რომელიც ფულადი სახით გამოისახება.
პროგრესულ ტექნოლოგიებს ანალოგებთან შედარებით საერთო მახასიათებლებით გააჩნია მოწინავე (საუკეთესო) ეკონომიკური მაჩვენებლები და ისინი მთლიანად შეესაბამება სარგებლიანობის კრიტერიუმს.
მატერიალურ და სულიერ სამყაროს შორის პროცესებში კავშირების სიმრავლის გათვალისწინებით ანალიტიკოსები იძულებულნი არიან, წინასწარ განსაზღვრონ ეკონომიკური ანალიზის პირობები და დააკონკრეტონ ისინი მართვის საკითხებში გადაწყვეტილებების დასაბუთებისათვის, ხოლო ანალიზის პროცესი კონკრეტული ობიექტის მიმართ განიხილონ. ეს ანალიზის მნიშვნელოვანი პრინციპია, რომელიც, ერთი მხრივ, ართულებს დაზუსტებული ინფორმაციის მიღებას ანალიზის ობიექტისათვის, მეორე მხრივ კი, – მართვის საკითხებში გადაწყვეტილებების შემოქმედებითი დასაბუთები¬სათვის უტყუარ უპირატესობას იძლევა.
ამასთან მთავარია:
1. იმ ელემენტების გამოძებნა, რომლებიც სწორად ასახავს მართვის ობიექტის სტრუქტურას საზოგადოების სიცოცხლის უზრუნველყოფის პრაქტიკაში.
2. სისტემის არჩეულ სტრუქტურაში მართვის პროცესების დას¬რუ¬ლების მოთხოვნის უზრუნ¬ველყოფა, ანუ საწყისი ინფორ¬მაციის გადამცემიდან პროცესი უნდა `მოდიოდეს~ ობიექტის ახალი მდგომარეობის შეფასებასა და მმართვე¬ლობით ზემოქმედებისკენ.
განხილული პრინციპის შესაბამისად, ყველა სახის საწარმოო ტექნოლოგია შეიძლება იქნეს განხილული ერთიანი მეთოდური მიდგომით, რაც უზრუნველყოფს მენე¬ჯერთა ქმედე¬ბების უნივერსალიზაციას, მათი პროფესიული საქმიანობის ფართო საგ¬ნობრივ არელში.
ამა თუ იმ სფეროს სპეციალისტის სამუშაო ობიექტის მთელი რიგი ელემენტების ერთობ¬ლიობას, განზოგადებული სახით საგნობრივ სფეროს უწოდებენ. საგნობრივი სფეროს სწორად განსა¬ზღვრაზეა დამოკიდებული საინჟინრო, ეკონომიკური, იურიდიული, სამედიცინო და სხვა სპეციალობებზე სწავლების შინაარსი, ფორმა და სტრუქტურა.
საწარმოო ტექნოლოგიები, როგორც კვლევის ობიექტი, შესაძლებელია მეცნიერუ¬ლად დასაბუთდეს მათი აღწერის საშუალებათა არსებობისას. ტექნოლოგიების აღწერის საშუალებებში იგულისხმება ბუნებრივი და საზოგადოებრივი მოვლენების აღწერის ენა, რომელსაც მიეკუთვნება:
 აზრობრივი, - ასო-ბგერითი, შინაარსობრივი ენა.
 მათემატიკური ფორმულების ენა.
 ლოგიკის ენა.
 გრაფიკული სიმბოლოების ენა.
 ალგორითმული.
 მეტაენები (შორის..., შემდეგ...).
 მაკეტირების ენა.
 ანალოგების ენა.
ტექნოლოგიების აღწერის საშუალებები შეირჩევა საწარმოოო ტექნოლოგიის პრაქტიკაში გამოყენებითი ამოცანების შინაარსიდან გამომდინარე.
ტექნოლოგიის აღწერის ენა – ეს არის ტექნოლოგიის ინტელექტუალური არსის გამოხატვის ერთ-ერთი საშუალება მისი ანალიზისა და ავტორის საკუთრების უფლების შენარჩუნება-განსაზღვრისათვის.
პრაქტიკაში ტექნოლოგიების აღწერის საშუალებათა გავრცელება არაერთგვაროვანია. ყველაზე გავრცელებულია ასო-ბგერითი-აზრობრივ-შინაარსობრივი ენა. მაღალი დონის აღწერის საშუალებები ნაკლებადაა გავრცელებული, ზოგიერთი ფუნქციის შემთხ¬ვევაში უნიკალურიც კი.
საზოგადოებრივი წარმოების მართვის სისტემის სტრუქტურა შემდეგი სახით შეიძ¬ლება წარმოვადგინოთ:
1. მონაცემთა მოგროვება და შეცდომების განსაზღვრა;
2. გამოყენების შედეგების ანალიზი;
3. სტრატეგიის ვარიანტების ამორჩევა;
4. მმართველობითი ზემოქმედების დაგეგმვა;
5. მატერიალური დოვლათის წარმოების შესახებ ინფორმაცია;
6. მატერიალური დოვლათის დანაწილების სოციალური შედეგები;
7. მართვის ობიექტი.
მმართველი პერსონალის საქმიანობის საგნობრივი სფეროს ქვეშ იგულისხმება საწარმოო ტექნოლოგიების სიმრავლე, ხოლო მათი ამორჩევა და დაკავშირება – ეს არის საწარმოო ურთიერთობების განსაზღვრის პროცესი, ანუ მართვის ობიექტი ეკონომიკაში.
ამ პროცესის რეალიზაციაში ინოვაციურ მენეჯმენტს სოციალურ-ეკონომიკური სისტემის კრიტერიუმებისა და მისი განვითარების გზების განსაზღვრისთვის სპეციფიკური და მნიშვნე¬ლოვანი როლი აკისრია.

დასკვნა

ანალიზის ობიექტის სწორად ამოცნობასა და ამორჩევაზეა დამოკიდებული მისი შედეგებიც და მათი ადეკვატურობა საწარმოო ურთიერთობების განვითარების პროცესებისადმი. ეკონომიკური მაჩვენებლების მიხედვით საწარმოო ტექნოლოგიების კონკრეტულ საორგანიზაციო-ტექნიკურ პირობებში განვითარების სისტემური ანალიზი წარმოადგენს ეკონომიკაში მართვის სისტემების შექმნისა და გაკონტროლების ძირითად ინსტრუმენტს.

გამოყენებული ლიტერატურა

1. კიწმარიშვილი ქ. ინოვაციური მენეჯმენტი. `ბეჭდვის სამყარო~. თბილისი, 2016.
2. აბრალავა ა., გვაჯაია ლ., ქუთათელაძე რ., საინოვაციო მენეჯმენტი, თბ., 2015.
3. Инновационный менеджмент, под ред. С. Ильенковой, М., 2014.
4. http: //www.russba.ru/